ბრიტანეთის ახალი სანქციები

ბრიტანეთის ახალი სანქციები

დიდი ბრიტანეთი სანქციებს უწესებს პირებს, რომლებიც შეგნებულად ეხმარებოდნენ სანქცირებულ რუს ოლიგარქებს აქტივების დამალვაში. ახალი სანქციები მიმართულია რუსი მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების ცოლებისა და შვილების წინააღმდეგაც. შეზღუდვები შეეხო პუტინის ნათლიმამად ცნობილი ვიქტორ მედვედჩუკის ცოლს, ასევე ვლადიმერ ევტუშენკოვის ცოლს და მის შვილებს.