ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი ზამთრის დადგომამდე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის რაკეტებს აგროვებს.
"რუსეთმა ზამთრის დადგომამდე უკვე მოაგროვა მნიშვნელოვანი რაოდენობის საკრუიზო რაკეტები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.
2023 წლის 18 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, რუსეთმა კიევის მიმართულებით 50-მდე Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. რაკეტები კურსკიდან და კრასნოდარიდან იყო გაშვებული", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, რუსეთის ერთ-ერთი მიზანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესუსტებაა. ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსები თითქმის ორი თვის განმავლობაში საკრუიზო რაკეტების გაშვებისგან თავს იკავებდნენ, რამაც მათ საშუალება მისცა რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი დაეგროვებინათ.