
დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში მიესალმება ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან დაწერილ წერილს და მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, დაუყოვნებლივ დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის "კორუმპირებულ მთავრობაზე".
„განსაკუთრებით მადლიერი ვარ, რომ ზურაბ ჯაფარიძის სიძლიერით სავსე წერილში მოხსენიებული ვარ. ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე. ზურაბს და ყველა ქართველ პოლიტპატიმარს თავისუფლება და სამართალი ეკუთვნით – დაუყოვნებლივ,“ – წერს მაკკლირი.