იურისტი საბა ბრაჭველი რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია მსგავს დასკვნებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში აქვეყნებს.
"ვენეციის კომისიის შეფასებით:
საინტერესოა, ევროპის საუკეთესო იურისტების შეფასებაზეც თუ იტყვიან ჩვენი ენდემური ჭკვიანები, ერთი სამართლებრივი არგუმენტიც არ მოგვისმენიაო. ისევ გააგრძელებენ პროპაგანდას, თითქოს კანონი ამერიკულია, თუმცა მაინც სასიამოვნოა, რომ კანონს რუსულს უკვე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ვენეციის კომისიაც უწოდებს.
ვენეციის კომისია კანონის გაწვევას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ითხოვს. რუსულ კანონთან დაკავშირებით გაკეთებული არაერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომლითაც კანონი გასაუქმებელია, მის შინაარსზე ყველანაირ ეჭვს უნდა სპობდეს. კანონი რუსულია და ის გამოსწორებას არ ექვემდებარება"- წერს ბრაჭველი.
ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.
კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.
კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას და კანონს მესამე მოსმენით კენჭი უყარა, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.
კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ "ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს".