ბორელის ვიზიტი - რა გზავნილებით ჩამოდის EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი
ანტიდასავლური პოლიტიკის ფონზე საქართველოში ჯოზეფ ბორელი ჩამოდის. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პირველ შეხვედრას სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რაც ექსპერტული წრეების შეფასებით, იმპიჩმენტის პროცედურის ფონზე მხარდაჭერის ჟესტია.