რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას კვლავ განაგრძობს. ჩვენ მათ მიმართ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი მხრიდან.
ჩვენ ეს ციკლი უნდა დავამთავროთ - რუსები ანადგურებენ, ჩვენ კი აღვადგენთ.
ზამთარი უკვე ახლოს არის, რუსეთი განაგრძობს უკრაინის ელექტრონულ სისტემებზე თავდასხმას, ხოლო ომი, ისევ გრძელდება.
ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ ვუზრუნველყოთ ფინანსური დახმარება ევროპის სამშვიდობო დაწესებულებებიდან და როგორ გავზარდოთ საჰაერო ძალების სიძლიერე.
უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს, თუმცა მათ მეტი დახმარება სჭირდებათ. დღეს, უკრაინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვიმსჯელებთ და ვიმედოვნებ, რომ მხარდაჭერის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
განაცხადა უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა.