უეჭველია, რომ საქართველო ევროპის წევრია. მინდოდა ეს გზავნილი პირადად ჩამომეტანა ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ქართველი ხალხის ასეთი ძლიერი სულისკვეთება - ოთხმოცი პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც შთამბეჭდავი რიცხვია. ძალიან მიხარია ბევრი ევროპული დროშა რომ ფრიალებს საქართველოს ქუჩებში.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად იმუშაოს ამ პროცესში. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობასაც. ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა.
რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას - ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომელშიც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა აქცენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს. ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ უნდა დაიკარგოს და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდეგი ნაბიჯები ევროპიზაციის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე, რაც გაერთიანებული ძალებით მიიღწევა.
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.