განვიხილავთ ვითარებას საქართველოში. ერთი რამ, რაც ნათელია, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა გააგრძელებს იმავე გზას, გააგრძელებს იმავე ქმედებებს, ეს კარი დაიხურება და საფასურს ქართველი ხალხი გადაიხდის, იმ ფაქტის გამო, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება, ან შესაძლოა, საერთოდ გაუქმდება. ვსაუბრობთ სერიოზულ საკითხზე. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ევროკავშირის კარი არ გაიღება.
დღეს მინისტრებს წარვუდგენთ დოკუმენტს, სადაც განვმარტავთ სხვადასხვა ზომას, რომლის მიღებაც შეგვიძლია მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. გადაწყვეტილება დღეს არ იქნება მიღებული, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ზომები, რომლებიც შესაძლოა მიღებულ იქნას, არის მაგალითისთვის, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, ასევე, გარკვეული ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა, რომელიც პირდაპირ მთავრობის დაფინანსებაზეა გათვლილი. ჩვენ არ გვინდა, ეს ზომები მოქალაქეებს შეეხოს.
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.