ბორელი: თქვენ შეასრულეთ 3 რეკომენდაცია, დანარჩენი 9 პროცესშია, შესასრულებელია

ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით. ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 პროცესშია, შესასრულებელია, თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამ ყველაფრის მისაღწევად არ არსებობს. ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი. ჩემი გამოცდილებით ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად...

12 პრიორიტეტი გვაქვს ჯამში და ყველა მნიშვნელოვანია. ისინი ეხება რეფორმებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში - არა ბრიუსელისთვის, არამედ იმისთვის რომ გაუმჯობესდეს ცხოვრება, დემოკრატია.

განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.