ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ევროპაში დიდი შეშფოთება წარმოქმნა.
ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოგზავნიან, რომელიც გაანალიზებს, თუ რა მოხდა არჩევნებზე.
"ეს იქნება ტექნიკური მისია და ტექნიკური მისიის მიზანი გახლავთ გაანალიზდეს სიტუაცია ადგილზე, რა მოხდა არჩევნებზე და ეს ინფორმაცია უნდა იყოს თანმიმდევრული და არჩევნებს თვითონ პრეზიდენტი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და აპროტესტებს და რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებმა ძალიან დიდი შეშფოთება წარმოქმნა ევროპაში უკუსვლის გამო. სიტუაცია უნდა შემოწმდეს, გაანალიზდეს და ამაზე იქნება აგებული ტექნიკური მისია"- თქვა ბორელმა.