ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. უცნობია, გააკეთებს თუ არა ის მედიასთან კომენტარს ადგილზე.
ბორელი 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე, უმრავლესობის წევრებთან და საქართველოს პრემიერმინისტრთან.
ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ამ დრომდე, სრულად მხოლოდ 3-ია შესრულებული. ბორელმა შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამოც, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის წევრია და EU მას არასდროს მიატოვებს.