ბორელი: საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მოკლე დრო და მოთხოვნილი რეფორმები გაატაროს

თბილისში ძალიან ბევრი ევროკავშირის დროშა ვნახე და ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეების 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. გაწევრიანება არის ეროვნული ამოცანა და აქტორებმა უნდა იმუშაონ ერთად, კონსტრუქციულად. ერთიანობა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მოკლე დრო და მთავარი, მოთხოვნილი რეფორმები უნდა გაატაროს

განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა თბილისში, EU-ს წარმომადგენლობის ოფისში. ბორელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება - ის შეხვედრებს ქვეყნის ხელისუფლებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან 8 სექტემბერს გამართავს.