ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, წევრი ქვეყნების მინისტრებთან ერთად რუსული კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დაიწყეს.
როგორც ბორელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა შემდეგი მინისტერიალისთვის - ივნისში მიიღებს.
"ჩვენ საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა. წევრი ქვეყნების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს არ არის ისეთი მძიმე და მნიშვნელოვანი საკითხი, დანარჩენები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და ამ დასკვნის თანახმად ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს კანონი გააუქმოს. ჩვენ დავიწყეთ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი რეაგირების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება მომდევნო საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის, ივნისში.
ვისურვებდი, რომ წევრები მზად იყვნენ, მიიღონ გადაწყვეტილებები ყოველთვის, როცა იარსებებს რაღაც, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან მსოფლიოში. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველ ხალხს მოუწევს, ხმა მისცეს თავისი ქვეყნის ტრაექტორიას და მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, საბოლოოდ იქონიოს გავლენა ბენეფიტებზე, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად მიიღებენ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული", - თქვა ბორელმა.