ბორელი: კატეგორიულად ვგმობ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას

კატეგორიულად ვგმობ ძალადობას საქართველოში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის წინააღმდეგ.

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება, მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია.

წერს X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თბილისში გუშინდელი აქციის ძალადობრივად დარბევასთან დაკავშირებით.