უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირის წევრობა. ამ ეტაპზე, ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა - საომარი პროპაგანდის და სხვა ინიციატივების. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა უნდა არსებობდეს ქვეყანაში და იყოს თავისუფალი ინფორმაციის მიწოდება. ინფორმაციის მიწოდება არის აპრიორი მნიშვნელოვანი ამ პროცესში.
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.