ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა. ქართული ოცნების ლიდერებმა დააშორეს ქვეყანა ევროპულ გზას, დაუპირდაპირდნენ საქართველოს ხალხის მისწრაფებებს და ქვეყანა აღარ დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ, ყველას საქართველოსთვის გვინდა, რომ ის ევროპის გზას დაუბრუნდეს. ეს საჭიროებს ძალისხმევას. ჩვენ გავგზავნით საქართელოში მისიას. ჩვენ განვიხილათ დარღვევებს და არჩევნების გამოძიება უნდა მოხდეს. ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს გადამწყვეტი ცვლილებები და ეს კონკრეტულ ქმედებებში უნდა გამოიხატოს.
საქართველო ვერ წაიწევს წინ ევროკავშირთან ურთიერთობაში, საგრძნობი ცვლილებების გარეშე. ჩვენ დავპატიჟებთ საქართველოში ოდირის მისიის ხელმძღვანელს, რათა წარმოადგინოს მისი შეფასებები არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ მოისმინონ რას ვგულისხმობთ, როცა საარჩევნო დარღვევებზე ვსაუბრობთ.
რაც შეეხება ქართველ ხალხს, მე მინდა გავიმეორო ის, რაც ვთქვი, როცა ვიყავი გასულ წელს ჩამოსული საქართველოში: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია დარჩება, მაგრამ ხელისუფლების კურსი, როცა საუბარია კანონის უზენაესობის პატივისცემაზე და ძირითად პრინციპებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, აშორებს საქართველოს მისი ევროინტეგრაციისგან.
განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე.