
ისრაელი მთელ მსოფლიოში თავის წარმომადგენლობებს ხურავს, ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საელჩოები ავრცელებენ.
"ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მთელ მსოფლიოში ისრაელის მისიები დაიხურება და აღარ იქნება უზრუნველყოფილი საკონსულო მომსახურება.
ისრაელის საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმა, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი ადგილმდებარეობისა და მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
გთხოვთ, შეავსოთ იგი, რათა საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად იყოს ინფორმირებული", - წერია განცხადებაში.
ამასთანავე, საელჩოები ისრაელის საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის უსაფრთხოების ზოგად ინსტრუქციებს ავრცელებს:
გაეცანით იმ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციებს, სადაც ამჟამად იმყოფებით,
ასევე, ისრაელის საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის უსაფრთხოების ზოგად ინსტრუქციებს:
მოერიდეთ ებრაული ან ისრაელის სიმბოლოების საჯარო სივრცეებში გამოტანას.