24 აგვისტოს დილის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, სუმის ოლქზე 261 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაშავდა 13.
ინფორმაციას ამის შესახებ სუმის ოლქის პოლიციის კომუნიკაციების სამსახური ავრცელებს.
"გუშინ სუმის ოლქის ტერიტორიაზე მტერმა 261 თავდასხმა განახორციელა, 50 დასახლებულ პუნქტს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 13 დაშავდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ბინები, სკოლები, მანქანები, 2 ჰექტარი ფართობის მინდორზე გაჩნდა ცეცხლი.