ბოლნისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, ხოლო 14 წლის შვილი დაჭრა

ბოლნისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, ხოლო 14 წლის შვილი დაჭრა

ბოლნისში კაცმა ცივი იარაღით ყოფილი მეუღლე მოკლა და 14 წლის შვილი დაჭრა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე გარდაიცვალა.

14 წლის გოგო გადაყვანილია საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება კაცს, იგი ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის და განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.