ბოკუჩავა: ცესკომ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით

ბოკუჩავა: ცესკომ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელაც დღეს სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგენს.

"ჩვენ მტკიცებულების სახით წარვადგენთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე, ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა, სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

[...] ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები [..]

მოსამართლე ივერი აბაშიძეს აქვს შესაძლებლობა დადგეს ქართველი ხალხის მხარეს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ ძლიერი საქართველოს, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა და საია-ს გაერთიანებული სარჩელები განიხილება, რომელიც სარჩელი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება.