
ცხადია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, იყო, არის და იქნება სუს-ის მუდმივი სამიზნე. პარტიაში სუს-ის ხელის ფათურის მცდელობის შესახებ, პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუს-ის ინფილტრაციას ენმ-ში, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. დღევანდელი ფორმაციის ნაციონალური მოძრაობა შედგა როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის სწორი გააზრებით იხედება მხოლოდ და მხოლოდ წინ, ხვალინდელი, ნათელი ევროპული გზისკენ, ამაში რა თქმა უნდა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი პარტიის ყველაზე მებრძოლ, ყველაზე გამორჩეულ , ყველაზე მართალ და ღირსეულ ბირთვს. ესენი არიან ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლითაც ძალიან ძალიან ვამაყობ.
სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს მზარდი რეიტინგი, განსაკუთრებით ბოლო თვეებში იმ თანამიმდევრული, პრინციპული, უკომპრომისო მოქმედებების გამო, რომელსაც ყოველდღიურად ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით და გარეთ...
ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი მოქმედებებით ხელისუფლებს შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი. დღეს გამარჯვების გზა გადის საერთო სახალხო, მასშტაბურ და მშვიდობიან პროტესტზე, სადაც ყველა აქტორი და განსაკუთრებით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ მათ სიტყვა. რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინმსწრებად არ ანონსდება. ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი. ეს არის ჩემი აზრით უპასუხისმგებლობა
განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ, 29 ივლის გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას - ნაციონალური მოძრაობის, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიფის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის."