სინამდვილეში, კანდიდატის სტატუსი ივანიშვილის რეჟიმს რეფორმებისთვის კი არ სჭირდება, ან იმისთვის, რომ შემდეგ გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები გახსნას, არა. მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად სჭირდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება არ დატოვებს სივრცეს დღევანდელი რეჟიმისთვის, რომ მათ ქართველი ხალხის მონაპოვარი კანდიდატის სტატუსის სახით უკანონო ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენონ.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.