არავის ეშინია, პირიქით, თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა კონსოლიდაცია, მეტი ერთობა, მეტი ურთიერთშეკავშირება და მეტი რწმენა - გამარჯვების რწმენა.
გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო, გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში, გადით ახლა თქვენ, თითოეული თქვენგანი პარლამენტის შენობის გარეთ, ისე, რომ არ დაიმალოთ მოძალადე ხარებას, გოგა მემანიშვილის და სხვა მოძალადეების ზურგს უკან. გამოდით და იქ ნახავთ ნამდვილ საქართველოს.
ასე მიმართა მმართველი გუნდის წევრებს ენმ-ს დეპუტატმა პარლამენტში, სადაც ოცნება დღეს რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპირებს.