ბოკუჩავა: გამოკითხვაზე დამიბარეს, მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით

ბოკუჩავა: გამოკითხვაზე დამიბარეს, მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა იგი დაკითხვაზე დაიბარა.

ბოკუჩავას განცხადებით, ის, ისევე როგორც მისი ქმარი, დაკითხვაზე მისვლას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აპირებენ.

"დაახლოებით ერთი საათის წინ დამიკავშირდნენ თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან, ეს არის იგივე დეპარტამენტი, საიდანაც დაუკავშირდნენ კოტეს და მეც მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა, რაზეც, მე რა თქმა უნდა, იგივე პასუხი გავეცი, რაც კოტემ - ჩვენ მზად ვართ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არანაირი მოლოდინი მაქვს. ადამიანებს ქუჩებში დასდევდნენ, სცემენ, აწამებენ. როგორც ჩანს, ახალი მინისტრის, გელა გელაძის ხელწერა გახდა, რომ ასეთივე ყურმოჭრილი მონობა დაუდასტუროს რეჟიმს და ხელი მოწეროს ყველა ბინძურ დავალებას, რომელსაც მას აძლევენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ სუს-ის, ზოგადად, ხელისუფლებისა და ივანიშვილის ჩარევით მოხდა ეს გატაცება." - თქვა მან ფორმულას ეთერში.

***

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს.

იოსელიანის დაბარება, სავარაუდოდ, ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, სადაც ის ამბობს, რომ მისი მეუღლე ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. ბოკუჩავას მტკიცებით, იოსელიანი, შესაძლოა, ე.წ. მოდულის შენობაში ჰყავდათ.

მომხდარს ბოკუჩავა მისი დაშინებისა და გაჩუმების მცდელობად აფასებს.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, წლების წინ მის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.