ბოკუჩავა ერთიანობის დეკლარაციაზე: მნიშვნელოვანი განაცხადია

ბოკუჩავა ერთიანობის დეკლარაციაზე: მნიშვნელოვანი განაცხადია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი ერთიანობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი განაცხადია.

"ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს დასაბრუნებლად სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე", - თქვა ბოკუჩავამ.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება. პარტიები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, არჩევნებამდე და მის შემდეგ, ერთიანობის პირობას დებენ.