პუტინის კეთილგანწყობა დაიმსახურა რუსულმა ოცნებამ კონკრეტული ნაბიჯების გამო. ჩამოვთვალოთ ეს ნაბიჯები. პუტინის კეთილგანწყობა, თქვენ, რუსულმა ოცნებამ დაიმსახურეთ ანტიუკრაინული და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო; ჩვენი ქვეყნის ომში მოღალატეობრივად დადანაშაულებით; NATO-ს წვრთნების გაუქმებით; ქვეყნის ენერგორესურსებზე ჩამოკიდებით; ქვეყნის ეკონომიკას კვლავ კიდებთ რუსეთის ეკონომიკაზე; სასათბურე პირობებს უქმნით რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აქ [საქართველოში] შემოდიან უკონტროლოდ; იმ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, რომელსაც აწარმოებთ და რომელიც ჩვენს ქვეყანას ართმევს შანსს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.
დღეს რუსული ოცნება რუსულ საქმეს აკეთებს საქართველოში. დღეს რუსული ოცნება ჩვენს ქვეყანას ართმევს ევროპულ მომავალს.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.