ბოკუჩავა: დღეს ევროპის გული თბილისში ძგერს, გავაგონეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია

დღეს ევროპის გული სწორედ აქ, თბილისში ძგერს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონეთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია და დღეს თქვენ თქვენი აქ ყოფნით კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ჩვენ არ დავთმობთ ევროპულ მომავალს და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ევროპულ მომავალს და მივიღებთ ახალ არჩევნებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის სწორედ არჩევნების უფლების დაბრუნებაზე. არჩევნების უფლების, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა 26 ოქტომბერს, დღეს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა ივანიშვილს, რომ ჩვენ ვიცით, სად არის ძალა - რომ ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!

ასე მიმართა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. აქციაზე ასევე მივიდნენ ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები.