მე დღეს ხმა მივეცი ევროპულ მომავალს ჩემი შვილებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში მოსვლას კოალიციური ძალების, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად უმოკლეს ვადებში შეიყვანენ ევროკავშირში და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ევროპული კეთილდღეობის შანსი.
თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, რომელმაც თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.