ახლა არ არის დანაწევრების დრო, არ არის დაპირისპირებების დრო, არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის გადარჩენისთვის და ერთიანობის გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია.
განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობა ღონისძიებას მართავს. რამდენიმე დღის წინ ბოკუჩავამ დააანონსა, რომ დღეს, 8 ივლისს ამ ღონისძიებაზე პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეების შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ.