ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ, რომ აფეთქებას, რომელიც დღეს ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში მოხდა, კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

უფრო კონკრეტულად დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ამ დროისთვის აფეთქების შედეგად დაზარალებული კიდევ სამი ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.