
"ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც "ოცნების" მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ხელმძღვანელობდა.
საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა საგარეო სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა დიპლომატების უმრავლესობა. შეხვედრას დაესწრო ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ნატოს, გაეროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრამდე დიპლომატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გამონაკლისად რჩება გერმანიის საელჩო - შეხვედრაზე არ იყო არც ელჩი და არც საელჩოს სხვა წარმომადგენელი.
შეხვედრის დეტალები, მათ შორის, მონაწილეთა სრული სია და განხილვის ფორმატი, ჯერჯერობით უცნობია.