ბოჭორიშვილი: 4 ოქტომბერი იყო ძალიან ნათელი, პოლიტიკურადაც მზიანი დღე

ძალიან ნათელი და მზიანი დღე იყო 4 ოქტომბერი საქართველოში, ძალიან მზიანი და კარგი ამინდი იყო, ნამდვილად. არ იყო შავი დღე, პოლიტიკურადაც მზიანი ამინდი იყო საქართველოში მაგ დღეს, დღის განმავლობაში. სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ ობიექტურ და სამართლიან შეფასებაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებები, რომელიც ჩვენ კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული, არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

თქვა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო უწყებაში ელჩების დაბარების შემდეგ.