ბლინკენი აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას არ გამორიცხავს

ბლინკენი აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას არ გამორიცხავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს, რუსეთს უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გამო ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭოს.

სენატში ჩინეთის შესახებ მოხსენებისას სახელმწიფო მდივანს სენატორმა ლინდსი გრეჰემმა ჰკითხა: "არასდროს აპირებთ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოთ, არა?".

რაზეც ბლინკენმა უპასუხა "არასოდეს თქვა არასოდეს".

მოგვიანებით ბლინკენმა ისაუბრა იმ სანქციებზე, რაც აშშ-მ რუსეთს უკვე დაუწესა.

წლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ განაცხადა, რომ რუსეთის კერძო სამხედრო ორგანიზაცია ვაგნერს "ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად" გამოაცხადებს.

უკრაინის ხელისუფლება სხვა ქვეყნებთან ერთად ბაიდენის ადმინისტრაციასაც მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.