![გორის საკრებულოს თავმჯდომარე: [რუსები გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ, მადლობა ღმერთს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/0c994c15-8b69-4983-b963-80cdbbc54896.jpg)
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს.
"ჩვენ გვჯერა, რომ ახლა ცეცხლის შეწყვეტა უბრალოდ საშუალებას მისცემს ჰამასს დარჩეს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა", - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ბლინკენის თქმით, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ჰუმანიტარული პაუზების წყალობით გამარტივდება.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.