ბიზნესის რეკეტის კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე - როგორ ჩაიგდო ხელში ყველაზე მსხვილმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ელმავალმშენებელი ქარხანა. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ახლა ბანკის საკუთრებაა. ქონების ღირებულება, რომელიც საქართველოს ბანკმა, 19 მილიონად გადაიფორმა, ჯამში 100 მილიონს შეადგენს. სქემა, რომლითაც ბანკმა, ელმავალმშენებელი ქარხანა ხელში ჩაიგდო, დაახლოებით ისეთივეა, როგორიც აზოტის ქარხნის შემთხვევაში იყო - ანუ საქართველოს ბანკმა გასცა სესხი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, ვალდებულებით დატვირთა და შემდეგ გადაუხდელობის მოტივით, ქარხანა, მის ღირებულებაზე დაახლოებით 5-ჯერ ნაკლებად, დაისაკუთრა. აქ სქემაში მნიშვნელოვანი ისიც, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სტრატეგიული ობიექტის შესანარჩუნებლად, სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოს ბანკი და მისი ხელმძღვანელი, ირაკლი გილაური, სწორედ ხელისუფლებასთან, უფრო კონკრეტულად კი ოლიგარქთან შეთანხმებულად მოქმედებს.