პარლამენტში მხარი დაუჭირეს ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფის, ევროოპტიმისტების რეგისტრაციას. საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილეს.
"ბატონ რომან გოცირიძეს და ქალბატონ ხატია დეკანოიძეს ვულოცავ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას და ვუსურვებ წარმატებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე გოცირიძესა და დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება არ მიეცათ - როგორც დეკანოიძემ 8 მაისს განაცხადა, პარლამენტში ჯგუფის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარემ განმარტა, რომ საარჩევნო ბლოკით გასული დეპუტატები, რომელთა ყოფილ პარტიასაც უკვე აქვს ფრაქცია, პოლიტიკურ ჯგუფს ვერ შექმნიდნენ.