![ჩელიაბინსკის ოლქში წყალმა წყალსაცავის კაშხალი გაარღვია - დატბორილია სოფლები](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/e7b65214-c198-4237-98af-2ddb066af66c.jpg)
რა არის ავტორიტარული-დიქტატორული რეჟიმების ფუნდამენტი? პოლიტიკური რეპრესიები და ტერორი - აი, ზუსტად ისეთი, რომელიც გასული საუკუნის 30 წლებში ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმს ჰქონდა - ჯერ აღრიცხა, დაარეგისტრირა მისთვის არასასურველი მოქალაქეები, შემდეგ გეტოში გამოკეტა და ბოლოს გაზის კამერებში დახოცა. აი, ზუსტად ისეთი, როგორიც 30-იან წლებში სტალინს ჰქონდა - ჯერ ხალხის მტრად გამოაცხადა მისთვის არასასურველი ხალხი, შემდეგ ზოგი დახვრიტა, ზოგსაც გულაგში - კატორღაზე უკრა თავი.
ვისაც გგონიათ, რომ ვითარებას ვაზვიადებთ, გულაგი და პოლიტიკური ტერორი მხოლოდ რაღაც ისტორიაა - სამწუხაროდ ცდებით, ცდებით, რადგან პუტინს თუ დასცალდა, ტერორში სტალინსაც აჯობებს. დიქტატორული რეჟიმი ტერორს უსაფრთხოების, იდენტობის გადარჩენის, ქვეყნის დაცვის სახელით და კანონით ახორციელებს. გულაგი - დაანონსებული პოლიტიკური-რეპრესიები - რუსული კანონი.