ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს. ეს ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული უკვე არის, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინტერპელაციის საკითხი იქნა განხილული. ყველა იმ საკითხში, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს, იქნება ეს ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე, 12 პუნქტის გეგმის შესასრულებლად, ხალხის ინტერესებიდან და კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, რომ ყველა საპარლამენტო განხილვაში, სხდომაში ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს"- თქვა ბეჟაშვილმა.
6 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტდა.