ბესო დონაძემ ევროპული საქართველო დატოვა და პარტია ახალს შეუერთდა

ბესო დონაძემ ევროპული საქართველო დატოვა და პარტია ახალს შეუერთდა

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ევროპული საქართველოს წევრი ბესო დონაძე პარტია ახალს შეუერთდა.

"პარტიაში ერთადერთი ჩემი ნათესავი, ჩემი უსაყვარლესი რაჭის, ჩემი უსაყვარლესი თლუღის, ჩემი ბედნიერი ბავშვობის ნაწილი. გონიერი და მებრძოლი ბესიკ დონაძე. გამარჯობა, ახალო" - წერს გვარამია.

მანამდე, ბესო დონაძე ევროპული საქართველოს წევრი იყო. პარტია რამდენიმე დღის წინ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა დატოვეს და ახალი პარტია - ფედერალისტები დააფუძნეს.