
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა ჟენევაში გამართული დახურული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირების დეესკალაციაზე "მნიშვნელოვანი პროგრესი" მიღწეულა.
ბესენტი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ხე ლიფენი მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში მონაწილეობდნენ მაღალი დონის ფარულ მოლაპარაკებებში — ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იანვარში ჩინურ პროდუქციაზე მაღალი ტარიფები დააწესა.
მოლაპარაკებების დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი. ტრამპმა მოლაპარაკებები "პოზიტიურად კონსტრუქციულად" შეაფასა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში "სრული გადატვირთვა" მიმდინარეობს.
ორივე მხარე შეთანხმებულია, რომ მთავარი პრიორიტეტი დაძაბულობის შემცირებაა, თუმცა ვაშინგტონი ერთპიროვნულად ტარიფების შემცირებას არ აპირებს.