ბესელია ზურაბიშვილზე: დადასტურებულია, რომ ნასროლი საგნების შედეგად დაზიანება აღენიშნება

ბესელია ზურაბიშვილზე: დადასტურებულია, რომ ნასროლი საგნების შედეგად დაზიანება აღენიშნება

იურისტმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ გენერალურ პროკურატურაში, გენპროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება გუშინ, 18 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ტიტუშკები თავს დაესხნენ და მას კვერცხები ესროლეს.

ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სახეზე დაზიანებები აღენიშნება და არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს სახის არეში კვერცხის გარდა სხვა რამეც ესროლეს.

"ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში სახელდებულია როგორც ძალადობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თუმცა კიდევ უფრო მძიმე შემადგენლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეს ხდება პოლიტიკური შეხედულებების გამო პრეზიდენტის მიმართ, ამისთვის კიდევ ცალკე სპეციფიკური მუხლია არაადამიანური მოპყრობის. დადასტურებულია, რომ დაზიანება აღენიშნება. მიყენებული აქვს ნასროლი საგნების შედეგად... [კვერცხის გარდა] შეიძლება სხვა რამეც იყო. ფაქტია, რაც არ უნდა ისროლო, როდესაც სახის არეში ესვრი ადამიანს, შეიძლება იყოს სახიფათო"- თქვა ბესელიამ.