ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროთ სადავო კანონის მოქმედება, რომელმაც უკვე მოიტანა ძალიან დიდი ზიანი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს ზიანი ყოველდღიურად გრძელდება და მას აქვს განგრძობადი ხასიათი.
კიდევ უფრო სახიფათო გახდება ეს კანონი პირველი სექტემბრიდან, როდესაც მისი მსუსხავი და რეპრესიული ზომები ამოქმედდება. არ მაქვს მოლოდინი, რომ თუ ამ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, რა წინასწარი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, არ გამოიწვიოს კანონის იმ ნაწილის ამოქმედებამ, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება, მსუსხავი, რეპრესიული, აგრესიული ქმედებები და შედეგად, ის გამოუსწორებელი ზიანი, რომლის აცილებასაც ვცდილობთ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში.
[...] ამ კანონის მიღებით დაირღვა კანონიერების პრინციპი, არ არსებობდა ლეგიტიმური მიზანი, არ იყო პროპორციულობის პრინციპი დაცული და არ იყო არანაირი დასაბუთება, რატომ იყო აუცილებელი ამ ზომის ჩარევა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში.
[...] მისი გაკეთილშობილება არის შეუძლებელი. ის თავიდან ბოლომდე არის ანტიკონსტიტუციური კანონი.
განაცხადა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში. ის რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელს წარადგენს.