ბერძნული მედიის ცნობით, ათენში დააკავეს 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს ჩაქუჩით სცემა, სკოლის დირექტორი კი დანით დაჭრა.
ბერძნული მედია წერს, რომ მომხდარს წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც თავდამსხმელის ძმას ჰქონდა ამავე სკოლის ერთ-ერთ მოსწავლესთან, ნიგერიელ მოზარდთან. უფროსი ძმა სკოლაში შურისძიების მიზნით მივიდა.
19 წლის ქართველი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დანაშაულის ადგილზევე დააკავეს.