ბერბოკი: ნავალნი თავისუფალი რუსეთის სიმბოლო იყო, ესაა მიზეზი, რის გამოც ის დაიღუპა

ალექსეი ნავალნი თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთის სიმბოლო იყო. ეს არის ზუსტად იმის მიზეზი, რის გამოც ის დაიღუპა. ჩემი ფიქრები მის ცოლთან და ბავშვებთანაა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვას ეხმაურება.