ბერბოკი: გერმანია დგას უკრაინის გვერდით და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

უკრაინა მარტო არ არის. გერმანია ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ერთიანად დგას უკრაინის გვერდით – და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინა შეიძლება დაეყრდნოს გერმანიის, ევროპის და სხვა პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას. მათი ბრძოლა დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ასევე ჩვენი ბრძოლაც არის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.