ბელგოროდის გუბერნატორი: ქალაქზე იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, აფეთქებებია კურსკშიც

ბელგოროდის გუბერნატორი: ქალაქზე იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, აფეთქებებია კურსკშიც

ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში აფეთქებებია. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, ქალაქზე იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

გლადკოვის თქმით, დაზიანებულია 15-მდე ავტომობილი. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლები არ დატოვონ. ისინი კი, ვინც უკვე ქუჩაში არიან, თავშესაფრებში ჩავიდნენ.

დრონებით შეტევა განხორციელდა სამარის ოლქშიც, სადაც ერთდროულად ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის.

ამის პარალელურად, ვიდეო გაავრცელა რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა. მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს რუსი ჯარისკაცები და მათ გადასაცემად ბელგოროდის გუბერნატორს შეხვედრას სთავაზობენ.