ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ვაგნერელებმა მათი სამხედროების წვრთნები დაიწყეს.
"ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულმა მებრძოლებმა ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედროების წვრთნები დაიწყეს.
გამოცდილება, რომელიც წვევამდელებმა ვაგნერელებისგან მიიღეს, სოლიდურ წვლილს შეიტანს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - აცხადებს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეთანხმების თანახმად, რუსეთში აჯანყების შემდეგ, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების ნაწილთან ერთად ბელარუსში უნდა წასულიყო.
1 ივლისს, ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია და მისი სამხედროების მომზადება სთხოვა. ამის შესახებ მან ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.