ბათუმში, სამშენებლო ობიქეტზე დასაქმებული არასრულწლოვანი, სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არასრულწლოვანი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს