ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა - ერთი ტურისტი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა

ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა - ერთი ტურისტი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა

ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, პარაშუტი ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.