ბათუმში ორი კაცი დაჭრეს

ბათუმში ორი კაცი დაჭრეს

გუშინ, გვიან ღამით ბათუმში ორი კაცი დაჭრეს.

შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

პოლიციამ ბრალდებული, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, შემთხვევის ადგილზე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.